Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინურმა კომპანიამ ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზა მარტის ბოლომდე უნდა მიიყვანოს

5a8ae4378b794
თამუნა დემეტრაშვილი
19.02.18 20:30
731
ჩინურმა კომპანია China Railway 23rd Bureau Group- მა ქუთაისის აეროპორტამდე რკინიგზის ლიანდაგის მიყვანის სამუშაოები მარტის ბოლოსთვის უნდა დაასრულოს. ხელშეკრულებით, რომელიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გასული წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა, სამუშაოები 150 დღეში უნდა დასრულდეს, ეს დრო კი მარტის ბოლოს იწურება.

"საქართველოს რკინიგზის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში ჩინურმა china Railway 23ed Bureau Group-მა სამ პრეტენდენტს შორის საუკეთესო ფასი შესთავაზა შემსყიდველს და გამარჯვებულიც ის გახდა.

აეროპორტთან მისასვლელი "რკინიგზის მიწის ვაკისის, შემოღობვის, სარკინიგზო გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების მაღალი და დაბალი ბაქნების მშენებლობის სამუშაოები" კომპანიამ 3,7 მილიონ ლარად უნდა შეასრულოს, რაც საწყის სატენდერო ფასზე 300 ათასი ლარით ნაკლებია.

ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის სადგურის გახსნის პროექტის პრეზენტაცია გასული წლის 3 აპრილს მოეწყო, მაშინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა დააანონსა, რომ ერთ წელიწადში რკინიგზის ბაქანი ამოქმედდებოდა.