Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უმუშევრობა 17.6% გახდა - თვითდასაქმებულთა ნახევარი დასაქმებულად აღარ ითვლება

BM.GE
28.12.20 14:15
548
დღეიდან საქსტატი უმუშევრობის დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომელიც თვითდასაქმებულთა ნაწილს დასაქმებულებად აღარ მიიჩნევს. აქამდე მოქმედი მეთოდოლოგიით, უმუშევრად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 11.6% ითვლებოდა, განახლებული მეთოდოლოგიის შედეგად კი, უმუშევრობის დონე 17.6% გახდა. ასევე, გადაითვალა წინა წლების უმუშევრობის მაჩვენებლებიც. მოკლედ ახალ სტანდარტზე, რომლის მიხედვით, თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად. როგორ გამოიყურება უმუშევრობა რიცხვებში ახალი სტანდარტის მიხედვით?

სტუმარი: ირაკლი მაკალათია - სტატისტიკოსი