Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მამუკა ხაზარაძის ინიციატივას ნავთობკომპანია "ფრეგო" ეხმაურება

5a7322cdd1409
BM.GE
01.02.18 17:57
908
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ბიზნეს საზოგადოებას შორის გუშინ გამართულ შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძის მიერ გახმოვანებული ინიციატივა არაკონდიციური საწვავის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით სწორედ, რომ დროული და მისასალმებელია.

"დაარსების დღიდან ნავთობკომპანია „ფრეგო“ მუდმივად ზრუნავს მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფაზე, ეს ეხება როგორც ხარისხიანი, ევროპული საწვავის შემოტანას ქსელში, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მომსახურების გაუმჯობესებას.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია ოთხი ძირითადი პროდუქტით არის წარმოდგენილი რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და მისი ტრანსპორტირება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ხდება. საწვავის შემოწმება ავტოგასმართი სადგურის ჩათვლით უწყვეტ პროცესში მიმდინარეობს და მასში ჩართულია, როგორც სახელმწიფო ისე კერძო ექსპერტიზის ბიუროები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნავთობკომპანია „ფრეგო“ უახლოეს პერიოდში აპირებს მომხმარებელს შესთავაზოს ახალი ეკომეგობრული პროდუქტი, რომელიც თავისი მასშტაბითა და თვისებებით იქნება უპრეცედენტო. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის საწვავის შეძენა მხოლოდ „ფრეგოს“ ავტოგასამართ სადგურებზე იქნება შესაძლებელი. პროექტის განხორციელება შესამჩნევად გააუმჯობებსებს დედაქალაქში და საქართველოს სხვა ქალაქებში ეკოლოგიურ მდგომარეობას.

გარდა ამისა, ნავთობკომპანია „ფრეგო“ აქტიურად მუშაობს მისივე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გაცხადებულ მწვანე პოლიტიკის გატარებაზე, ამავე პოლიტიკის ფარგლებში მხარს ვუჭერთ, როგორც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტებს (ბორჯომის ტყე პარკის აღდგენა, დედაქალქის მასშტაბით ხეების დარგვა, საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა, მწვანე აქტივობების წახალისება) ისე ლოკალურ იდეებსა თუ ინიციატივებს.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილთაგან გამომდინარე გვინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს მომხმარებლებს, რომ ფრეგოში ჩასხმული საწვავი სრულად შეესაბამება ევრო 5 ის სტანდარტებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.