Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უნდა შემცირდეს თუ არა საწვავზე აქციზი?

BM.GE
22.02.22 10:20
351
გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას საწვავის ფასზე ისაუბრა და თქვა, რომ ე.წ. მცურავი აქციზის გარდა, სახელმწიფოს ფასის ზრდის მიმართულებით დაზღვევის სხვა მექანიზმიც აქვს. 

“საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მოკლევადიან რყევებზე, თუმცა თუ შევხედავთ, რომ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შეგვიძლია ვიმუშაოთ დაზღვევის მექანიზმებზე ამ მიმართულებით და ეს არ იქნება ე.წ. აქციზის საფეხურებრივი სისტემა", - თქვა მინისტრმა, თუმცა არ განუმარტავს რა შეიძლება იყოს დაზღვევის მექანიზმები. 

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობზე მაღალი ფასის გამო, ქართველ ნავთობიმპორტიორები ბოლო პერიოდში საწვავზე ფასის ზრდის შეჩერების მექანიზმად სწორედ აქციზის განაკვეთის შემცირებას მიიჩნევენ. რამდენად რეალისტურია აქციზის შემცირება, რა იქნება ბიუჯეტის დანაკარგები და პოტენციურად რა წილი ექნება ამ ტიპის გადაწყვეტილებას ინფლაციის შემცირებაზე?