Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

upway.ge - საგანმანათლებლო კურსების ახალი პლატფორმა

BM.GE
06.04.22 12:44
205
განათლების სექტორში ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვა სულ უფრო ხშირად გვხდება, რასაც, გარკვეულწილად, Covid-19 პანდემიამაც შეუწყო ხელი. ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაშიც განათლების ტექნოლოგიების კუთხით ახალი საგანმანათლებლო სტარტაპი - Upway გამოჩნდა. პლატფრომა ქვეყანაში არსებულ საუკეთესო, ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში აერთიანებს. მის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა მოიძიონ შერჩეული კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა სურს, Upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.


სტუმრები: მარიშა გოგოლაური - UPWAY-ს თანადამფუძნებელი;
მარიამ ცანავა - UPWAY-ს თანადამფუძნებელი.