23.Apr .2021 18:21

უქმე დღეებში ბიზნესი დისტანციური მუშაობის უფლებას ითხოვს

Back

4-დან 11 მაისის ჩათვლით, სავალდებულო უქმე დღეების გამოცხადება დიდი თავისტკივილი აღმოჩნდა კერძო სექტორისთვის. მართალია, საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება იმის თაობაზე, თუ რომელი სექტორებისთვის არ ვრცელდება ეს მოთხოვნა - თუმცა, ბიზნესი ამ დრომდე გაურკვევლობაში რჩება - უნდა დაასვენოს თუ არა თანაშრომლები, თუ არ დაასვენებს, უნდა აუნაზღაუროს თუ არა მათ დამატებით დასვენების დღეებში სამუშაოს შესრულება?