14.Oct .2021 12:27

USAID-ი და “რითეილ ასოციაცია” ადგილობრივი მეწარმეებისთვის

Back

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რითეილ ასოციაცია და usaid-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აქტიურად და მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებენ. ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, ამჯერად usaid-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარებს, რითეილ ასოციაცია მსხვილ სასურსათო ქსელურ მაღაზიებში, შეღავათიანი და გამარტივებული პირობებით თანამშრომლობაში ეხმარება.

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მაგალითია, მიკრო მწვანილის - „დიდარეს“ ადგილობრივი საწარმოს მხარდაჭერა, რომელიც რითეილ ასოციაციის დახმარებით კომპანია ფუდმარტთან წარმატებით იწყებს თანამშრომლობას.

სტუმრები: მირანდა მანჯგალაძე - „ ფუდმარტის“ მმართველი დირექტორი;
მაკა თევდორაძე - USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მარკეტინგის და ექსპორტის ხელშეწყობის მენეჯერი;
თეონა ნადირაშვილი - მიკრო მწვანილის მწარმოებელი კომპანია „დიდარეს“ თანადამფუძნებელი.