Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

USAID-ის პროგრამა პროფესიული უნარების განვითარებისთვის

BM.GE
16.05.22 09:33
288
“დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” - ამ სახელწოდებით უესაიდი საქართველოში ხუთწლიანი პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი დოლარია და ის დამსაქმებლების და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას. კერძო სექტორთან ერთად პროგრამა აფინანსებს და ქმნის გადამზადების პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას. პროგრამის ფარგლებში გადამზადდება 5 000 პირი, ბიზნესის 30 წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება გრძევადიანი პარტნიორობა დაამყაროს ტრენინგის განმახორციელებლებთან, მოხდეს 7 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება კერძო სექტორიდან. აღსანიშნავია რომ გადამზადებულ პირთა 35% რეგიონებიდან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებიდან იქნება, მათგან 45% კი ქალი უნდა იყოს. რა ეტაპზეა პროგრამა დაწყებიდან 1წლის თავზე?

სტუმარი: მარიკა ოლსონი - USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი;