Home
Category
TV Live Menu
Loading data...

USAID-ის შეხვედრა ამერიკულ კომპანია Lineate-თან და უნივერსიტეტებთან

BM.GE
24.10.22 11:44
159
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ ამერიკულ ტექნოლოგიური კომპანია Lineate-სა და საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნა და ქართულ უნივერსიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობაა. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკულ კომპანია Lineate-ს საქართველოს, როგორც რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბება სურს, რომლის ფარგლებშიც კომპანია მაღალანაზღაურებადი დასაქმების ხელშეწყობას გეგმავს. თავის მხრივ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ უნივერსიტეტებთან, რათა ხელი შეუწყოს სტუდენტების კვალიფიციურ მომზადებას ისეთ აკრედიტებულ პროგრამებზე, რომლებიც ელექტრონული კომერციის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინდუსტრიასთანაა კავშირში.