Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მცირე ბიზნესის წილი ეკონომიკაში არ არის იმდენი, რამდენასც ვისურვებდით"

5a8e6e955e130
სალომე მეცხვარიშვილი
22.02.18 11:13
956
ახალი რეფორმების მიზანია, მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის ბიზნესს მთავრობის მიერ დაგეგმილ საგადასახადო ცვლილებებს აცნობს.

მისი თქმით, ისეთი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება, მცირე და საშუალო ბიზნესის გარეშე შეუძლებელია.

"მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში არ არის იმდენი, რამდენასც ვისურვებდით“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის მიერ 6 ახალი რეფორმა დაანონსდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეღავათებს აწესებს ბიზნესისთვის.