Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვაშლის ექსპორტმა $1 მლნ-ს გადააჭარბა

BM.GE
22.10.20 10:04
610
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ვაშლის ექსპორტმა სამ თვეში $1 მლნ-ზე მეტი შეადგინა. საექსპორტო ბაზრებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2 578 ტონა რუსეთის ფედერაციაზე მოდის. როგორც ხილის გადამამუშავებელი საწარმოები და ექსპორტიორი კომპანიები “საქმიან დილის” გადამღებ ჯგუფთან საუბრისას აღნიშნავენ, საექსპორტო მაჩვენებლებში დადებითი დინამიკის მაჩვენებლები მათთვის სტიმულია. ისინი სხვა ბაზრებთან მიმართებით, რუსეთის ბაზრის ლიდერობასაც კონკრეტული ფაქტორით ხსნიან.