Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მშენებლობის ნებართვების რაოდენობით თბილისი ლიდერობს

5a8d8b7a386a6
მეგი კავთუაშვილი
21.02.18 20:00
1109
გასულ წელს, საქართველოს მასშტაბით მშენებლობის 10 495 ნებართვა გაიცა, რაც ჯამში 6 494 768 კვ.მ ფართობია. ყველაზე მეტი 5 032 ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა, რაც მომდევნო წლებში 3 301 705 კვ.მ-ის აშენებას ნიშნავს.

დედაქალაქს მშენებლობის ტემპით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რეგიონები. 2017 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში სულ 1 325 მშენებლობის ნებარვა გაიცა (324 189 კვ.მ), აჭარაში - 1 141 (1 835 697 კვ.მ.), სამეგრელო-ზემო სვანეთში - 637 (176 385 კვ.მ.), იმერეთში - 630 (322 036კვ.მ.), კახეთში - 481 (119 925 კვ.მ.), მცხეთა-მთიანეთში - 398 (111 030 კვ.მ.), შიდა ქართლი - 370 (157 882 კვ.მ.) სამცხე-ჯავახეთში - 304 (98 120 კვ.მ.), გურია - 125 (37 282 კვ.მ.), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 52 (10 517კვ.მ.).