Home
Category
TV Live Menu
Loading data...

112-ს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს

5a8bd092da519
მეგი კავთუაშვილი
20.02.18 11:37
920
ძველ თბილისში 112-ის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შსს-მ და თბილისის მერიამ ერთობლივად შეიმუშავეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებს სპეიალური მოწყობილობები დაურიგდებათ, რითიც მათ საშუალება მიეცემათ, ონლაინ რეჟიმში ადევნონ თვალი, რომელ მისამართზე სჭირდებათ ადამიანებს დახმარება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, განახლებული პროგრამით მოქალაქეები მომსახურებას უფრო ეფექტურად მიიღებენ.

„ეს სერვისი გახლავთ ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამეთუ ის მარტივად და ეფექტურად აკავშირებს 112-ის სერვისს საპატრულო პოლიციასთან და თბილისის სასწრაფო დახმარებს ცენტრს. ეს გახლავთ ეფექტური სერვისი, რადგან ჩვენ თითოეულ მოქალაქესთან უნდა ვიყოთ ძალიან ახლოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ სჭირდებათ დახმარება. უახლოეს მომავალში ჩვენ გავაკეთებთ ერთიანი სივრცის, ინტეგრირებული პლატფორმის პრეზენტაციას, რომელიც კიდევ უფრო ახლოს მივა ჩვენს მოქალაქეებთან. ჩვენი მიზანი საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარებაა, რამეთუ ჩვენს მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი იყოს კიდევ უფრო ეფექტური და ნდობა იყოს მაღალი.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.