Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვერანდა დოქის ქუჩაზე

BM.GE
18.09.20 09:55
700
თუკი თბილისში, დოქის ქუჩაზე მოხვდებით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს პატარა კაფე, ორიგინალური ინტერიერის დიზაინით, მარადმწვანე მცენარეებით და ოჯახური გარემოთი, სადაც მასპინძლობას მომსახურე პერსონალის ნაცვლად, თავად მეპატრონეები გაგიწევენ, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულზე ჩანს და სამზარეულოც ძველ და თანამედროვე სტილსა და ელემენტებს აერთიანებს. ეს ვერანდაა დოქის ქუჩაზე, რომლის უკან პატარა ოჯახი დგას დიდი გეგმებით, რომლებსაც არ შეეშინდათ წინააღმდეგობებისა, დაშვებული შეცდომების და იდეა დასახულ მიზნამდე მიიყვანეს.