Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თემურ ჭყონია ნატახტარში "ჭკვიან ქარხანას" აშენებს

5a466ea33cc8b
ელენე გოგბერაშვილი
30.12.17 14:00
918
მომავალ წელს კოკა-კოლას ე.წ ჭკვიანი ქარხნის მშენებლობა იწყება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის პროექტზე 13 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაიხარჯება. როგორც BM.GE-თან "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, ამ ეტაპზე კომპანიის წლიური წარმადობა 200 მილიონ ბოთლს შეადგენს, ახალი ქარხნის პირობებში კი ეს ციფრი 260 მილიონს გადააჭარბებს.

"მასში ჩადებულია ეკოლოგია, სისუფთავე, სწორი პროდუქტი, ხარისხი, წყალი და ა.შ რამოდენიმე ახალ სახეობას ვამატებთ მათ შორის დაემატება წყლის ახალი ქართული ბრენდის წარმოება"-აცხადებს თემურ ჭყონია.

მისი თქმით, კოკა-კოლას "ჭკვიანი ქარხნის" მშენებლობა მომავალი წლის მარტში დაიწყება. ქარხანა 18 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს და მისი ექსპლოატაციაში შესვლა 2019 წელს არის დაგეგმილი.