Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბილაინი" 90 000 ლარით დაჯარიმდა

5a6ad12a2fbe4
BM.GE
26.01.18 11:00
882
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგისას, შპს „ვიონი საქართველოს“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) მიერ სააბონენტო ნომრის გაცემა მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე განხორციელდა, რაც "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს.

"გამომდინარე იქიდან, რომ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების დარღვევის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ გამოყენებული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული როგორც გაფრთხილება, ისე ჯარიმა, კომისიამ კომპანიას 90 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა",- ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.