Home
Category
TV Live Menu
Loading data...

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია იქმნება

5a1d123fdc48a
დავით ჯალაღონია
28.11.17 12:00
575
საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია იქმნება. ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანია „ენერჯი სოლუშენის“ ხელმძღვანელმა გიორგი აბრამიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, ორგანიზაციის დაფუძნების მიზანი დარგში არსებული პრობლემების გადაჭრაა.

როგორც აბრამიშვილი აცხადებს, კერძო სექტორისთვის ამ ახალი პლატფორმის დაფუძნების აუცილებლობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც მიმდინარე წლის მარტში, ერთ დღეში შეიცვალა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის პირობები.

"გადავწყვიტეთ, რომ გაერთიანება გავაკეთოთ ენერგეტიკის სფეროში მომუშავე დეველოპერულმა კომპანიებმა. ასოციაცია ჩამოყალიბების პროცესშია. უახლოეს მომავალში გაცნობებთ ოფიციალური გახსნის შესახებ და იდეა არის ის, რომ ჩვენ ერთიანი ხმით გვქონდეს კომუნიკაცია მესამე პირებთან, ამ შემთხვევაში ძირითადად მთავრობასთან და ჩვენი ინტერესების ლობირება და დაცვა", - განაცხადა აბრამიშვილმა.

ასოციაცია ოფიციალურად სავარაუდოდ, დეკემბერში დაფუძნდება. ორგანიზაციას თავისი სტრატეგია და საქმომედო გეგმა ექნება.