22.Apr .2021 11:14

ვირუსის გავრცელების სექტორული მაჩვენებლები

Back

უწყებათაშორისი საბჭო მესამე ტალღის მოახლოვების გამო ახალი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ ისევ აუცნობია. ვირუსის გავრცელების გაზრდილი შემთხვევების გათვალისიწნებით, საქმიანი დილა დაინტერესდა რომელ ჯგუფშია ყველაზე მაღალი დადებითობის მაჩვენებელი და რა ტენდნეციები იკვეთება სექტორულად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 1 იანვრიდან 18 აპრილის ჩათვლით გავცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რელიგიური მსახურებების ჯგუფშია და 0.8%-ს აღწევს, კერძოდ სულ ტაძრებში გატესტილია 23,361 პირი და დადასტურებული შემთხვევა შეადგენს 196-ს.

ამას 0.5%-ით სათამაშო ბიზნესში დასაქმებული პირები მოჰყვება, თუმცა აქ გატესტილი ადამიანებისაკმაოდ დაბალი რიცხვია , სულ საუბარია 774-დან 4 დადებით შემთხვევაზე.
მესამე ადგილზეა 0.4%-ით ტაქსის მძღოლები, სადაც ჩატარებულია 34,772 ტესტირება და დადასტურებულია 149 შემთხვევა. ასევე 0.4%-ია რანდომული ტესტირების შედეგი, სადაც მოიაზრება სკოლა, საზტრანსპორტი და პოლიცია.

0.2- 0.2%-ია მოლების, ბაზრობის მოვაჭრეების, სკოლისა და ბაღის პედაგოგების, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში/თეატრებსა და პროფესიულ ანსამბლებში მომუშავე პირებისა და ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის შემთხვევაში გამოვლენილი დადებითობის მაჩვენებლები.

ყველაზე დაბალი კი 0.1% გამოვლინდა სპორტული/სავარჯიშო დარბაზების, საუნებისა და სხვა სპა პროცედურების და საცურაო აუზების თანამშრომლების შემთხვევაში, რომლებიც ყველაზე გვიან გაიხსნენ. ამ ჯგუფში სულ გატესტილია 4 510 ადამიანი და გამოვლენილია 6 ვირუსის შემთხვევა.

სტუმარი: სანდრო ურუშაძე - ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი