Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში მილიარდ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდება

5a82ffb660c73
BM.GE
13.02.18 19:08
876
შპს "ფაზის ოილი" ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. ქარხანა დღე-ღამეში 500 ტონაზე მეტ ნედლეულს გადაამუშავებს, აშენდება აირების სამარაგო რეზერვუარი და 2 მგვ. სიმძლავრის თბოელექტროსადგური.

ფოთის მერიის ცნობით, ქარხანა 350 მუშახელს დაასაქმებს. ინვესტიციის მოცულობა ერთ მილიარდ ლარამდეა. კომპანია ქარხნის მშენებლობაზე 600-700 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

ყულევის ტერიტორიაზე დაგეგმილი "ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ექსპლუატაციის" პროექტის გარემოზე ზემოქმედება ფოთის საზოგადოებას გააცნეს. გარემოზე ზემოქმედების შეფასება საერთაშორისო სერთიფიცირების ცენტრის შპს "ეკოსპექტრის" მიერ მომზადდა.