Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება მეორე კვარტალში 6-ჯერ შემცირდა

59a14760c6e00
BM.GE
26.08.17 15:02
619
სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება მეორე კვარტალში 6-ჯერ შემცირდა. დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წლის მეორე კვარტალში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ 2,43 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 12,42 მილიონი ლარი იყო.

მიუხედავად მოგების კლებისა, წინა წელთან შედარებით გაზრდილია მოზიდული პრემიის ოდენობა. სადაზღვევო სექტორმა 2017 წლის მეორე კვარტალში 247 მილიონი ლარი მოიზიდა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 229 მილიონი ლარი იყო.

გაზრდილია სადაზღვევო სექტორის აქტივების მოცულობაც და 601 მილიონი ლარი შეადგინა, როდესაც შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვნებელი 578 მილიონი ლარი იყო.

სადაზღვევო სექტორში გაიზარდა კაპიტალის მოცულობაც და 140 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს ასევე აღემატება. შარშან კაპიტალის მოცულობა სექტორში 118 მილიონ ლარს შეადგენდა.

2017 წლის II კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 16 სადაზღვევო კომპანია, 15 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.