Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ"

59fc55efd73ce
BM.GE
03.11.17 15:39
1034
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019 წელს და 2020 წელს, ინდექსაციის მეთოდით, პენსიები 20-20 ლარით გაიზარდოს", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საპენსიო რეფორმასა და პენსიების ინდექსაციაზე. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უახლოეს პერიოდში შევა.

"ძალიან მალე პარლამენტში შემოვა კანონი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"დღეს წარმოგიდგინეთ 2018 წლის ბიუჯეტი და ის ძირთადი მიმართულებები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ის სრულ შესაბამისობაშია იმ დაპირებებთან, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ხალხს მივეცით. რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი არჩევნები. ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ 2019-2020 წლებში 20-20 ლარით გავზრდიდით პენსიას, არ გავაკეთეთ ეს განცხადება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.