Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვის შეეხება ამნისტია და ჯარიმდებიან თუ არა მოქალაქეები COVIDრეგულაციების დარღვევის გამო?

BM.GE
21.07.21 18:21
530
2021 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტების განხილვები, რომელიც კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო მოქალაქეებისთვის ჯარიმების ჩამოწერას გულისხმობდა, 20 აგვისტომდე გაგრძელდა. თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვის შეეხება ამნისტია და რომელ თარიღამდე დაჯარიმებული პირები ისარგებლებენ პრემიერ მინისტრის ინიციატივით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვერც ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტში ვკითხულობთ. IDFI-ის ცნობით, არსებული კანონპროექტით ჯარიმების ჩამოწერა იმ პირებისთვის მოხდება, რომლებიც კანონის ძალაში შესვლამდე დაჯარიმდებიან.