Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კლაუს ლოურსენი: იმედია საქართველოს ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს, მაგრამ ტვირთბრუნვის მაჩვენებლები კლებულობს

5919903d922fa
ნინო კვინტრაძე
15.05.17 15:25
837
ბოლო 3 წელია საქართველოში ტვირთბრუნვის მოცულობა შემცირების ტენდენციით ხასიათდება. თუკი 2014 წელს, საქართველოში საზღვაო ნავსადგურებმა ჯამში 21 მილიონ ტონა ტვირთზე მეტი გადაამუშავეს, გასულ წელს ეს ციფრი 17,6 მილიონ ტონას შეადგენდა. ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი კლაუს ჰოლმ ლოურსენი „საქმის კურსთან“ საუბარში ტვირთბრუნვის შემცირების მთავარ მიზეზად ნავთობის ფასების არასტაბილურობას ასახელებს, და ამბობს, რომ ეს დღეს კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

„APM Terminal საქართველოში უკვე 5 წელია ოპერირებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს, მაგრამ მაჩვენებლები კლებულობს, კლების ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია გრძელდება. ამის მიზეზი უმეტესად ნავთობის ფასების ცვლილებაა, ამასთან საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს მის ფარგლებს გარეთ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. ამჯერად ჩვენი გეგმები დაკავშირებულია უსაფრთხოების გაზრდაზე. ჩვენ გვსურს გავზარდოთ ეფექტურობა.

ჩვენი ფოკუსია, რომ საქართველოში საერთაშორისო სტანდარტები იყოს დანერგილი. ეს ნიშნავს, რომ პორტი უნდა იყოს უფრო მეტად ღია, ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა პორტში უნდა იყოს მეტად თანამედროვე. ამ ყველაფერს ძალიან დიდი განვითარების მოტანა შეუძლია”, - ამბობს კლაუს ჰოლმ ლოურსენი.