Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვლადიმერ პუტინის განცხადება

BM.GE
22.02.23 01:53
59
დღეს რუსეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და გასული ერთი წელი შეაჯამა. აგრესორმა გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ჩვენი ქვეყნისთვის რთულ, საეტაპო მომენტში“. როგორც ყოველთვის, პუტინმა საკუთარი დანაშაულები სხვას გადააბრალა. მან დასავლეთის ქვეყნები და უკრაინა მოტყუებაში, კოლონიალიზმსა და ნეოლიბერალურ ტოტალიტარულ ღირებულებებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა იძულებითი იყო. „მათ წამოიწყეს ომი და ჩვენ ვიყენებთ ძალას მის შესაჩერებლად“ - თქვა აგრესორმა და დასძინა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთს ვერავინ დაამარცხებს. პუტინის გამოსვლა ერთ საათიანი იყო და ის თავის მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ რუსეთს დასავლეთი ებრძვის, თუმცა რუსეთში ყველაფერი კარგადაა. მოსახლეობას იმაშიც აჯერებდა, რომ დასავლეთის სანქციები არ მუშაობს. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად დასავლეთის საქნციებისა, რუსეთის ეკონომიკას საფრთხე არ ემუქრება და დასავლეთმა მიზანს ვერ მიაღწია.

ვლადიმერ პუტინი - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი;
ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსის პრეზიდენტი ;