Home
Category
TV Live Menu
Loading data...

წავა თუ არა “ნამახვანჰესის” ინვესტორი არბიტრაჟში?

BM.GE
09.09.21 18:22
359
„ნამახვან ჰესის“ პროექტის ბედი იმ მედიაციის პროცესზე გადის, რომელიც დღეს სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს შორის მიმდინარეობს. აქ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებაც ჩართულია და სწორედ მათ გაავრცელეს ბოლო ინფორმაცია 25 ივლისს, რომლის თანახმად მედიაცია ახალ ფაზაზე გადავიდა, რაც უკვე გარემოზე ზემოქმედების შეფასებას მოიცავს. რა ვითარებაა ამ ჰესთან დაკავშირებით დღევანდელი მდგომარეობით?