09.Nov .2021 18:43

წელს მთავრობა პანდემიის მართვის ხარჯების ზრდას გეგმავს

157
Back

მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლის ხარჯების ზრდას გეგმავს. როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურძემ დღეს პარლამენტში, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ცვლილება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შევა და ეკატერინე ტიკარაძის უწყებას დაფინანსება გაეზრდება. თავის მხრივ, დღეს BMG-სთან საუბრისას, დამატებითი ხარჯების მიზანშეწონილობა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა.