Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქალაქები, სადაც ყველაზე დიდი საცობებია

59a11a760c52c
BM.GE
26.08.17 11:20
900
საცობები დიდ ქალაქებში განსაკუთრებული პრობლემაა, რადგან გზები მუდმივად გადატვირთულია. საცობებს ხშირად ის მძღოლები ქმნიან, რომლებიც დასაპარკინგებლად თავისუფალ ადგილს ეძებენ. აღნიშნული პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურია. ბევრი ქალაქის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ფიქრობს, როგორ გადაჭრას ეს პრობლემა, ზოგიერთმა იპოვნა კიდეც გამოსავალი.

სანავიგაციო სისტემების მსოფლიო ლიდერმა კომპანიამ Tomtom ყველაზე "დიდსაცობიანი" ქალაქების რეიტინგი შეადგინა. ნავიგატორების მწარმოებელი კომპანია, თავისუფალ გზებზე გადაადგილების სისწრაფეს ადარებს იგივე გზებზე პიკის საათებში მოძრაობის დროს და ინდექსს ასე ითვლის. სანავიგაციო სისტემებისა და ელექტრონული რუკების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიამ ბოლო 9 წლის მონაცემები შეაგროვა, რის საფუძველზეც თითოეულმა ქალაქმა 0-დან 100-მდე ქულა მიიღო. წარმოგიდგენთ TomTom-ის მიერ შედგენილ ევროპის ქალაქების სიას, რომლებიც ყველაზე დიდი საცობებით გამოირჩევა:

1.ბუქარესტი (რუმინეთი)
2.მოსკოვი (რუსეთი)
3.სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი)
4.ლონდონი (დიდი ბრიტანეთი)
5.მარსელი (საფრანგეთი)
6.რომი (იტალია)
7.პარიზი (საფრანგეთი)
8.ბრიუსელი (ბელგია)
9.მანჩესტერი (დიდი ბრიტანეთი)
10.ათენი (საბერძნეთი)