10.May .2021 09:47

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა

Back

კომპანია, რომელიც საქართველოში უსწრაფეს ინტერნეტს უზრუნველყოფს და ამისთვის რამდენიმე დღის წინ, ამერიკული კომპანია Ookla სგან ჯილდოც მიიღო, ჩვენს ქვეყანაში კულტურულ ცხოვრებასაც დიდწილად უწყობს ხელს. გასულ საუკენეებში საერთაშორისო კულტურის ცენტრად მიჩნეული წინანდალი კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით ჩვენს დროშიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული კერაა.

ბოლო წლებში კომპანიის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა უმასპინძლა მრავალ ღირსშესანიშნავ გამოფენას, კონცერტს თუ სხვა კულტურულ ღონისძიებას. ორი წლის წინ სილქნეტმა დაარსა კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი და ამ პროექტით წინანდლის ისტორიული მამული კლასიკური მუსიკის მსოფლიო რუკაზე დაიტანა.

წელს სექტემბერში წინანდლის ფესტივალი ორკვირიანი მასშტაბური პროგრამით და მსოფლიო დონის ვარსკვლავების მონაწილეობით კვლავ გაიმართება.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა არაჩვეულებრივი გამოფენა, რომელმაც სხვადასხვა თაობის არტისტები წინანდლის ჯადოსნურ გარემოში გააერთიანა და გამოფენის სტუმრები კი კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ კულტურის გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენია.