Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“წინასწარი პროგნოზებით, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე აქამდე ფიქსირდებოდა“

BM.GE
11.01.22 13:36
290
2021-2022 წლის სეზონის მონაცემებით, გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, წელს გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ წელს, რაც ადვილი ასახსნელია, რადგან შარშან, ზამთრის სეზონზე კარანტინი, „ლოქდაუნი“ და ნიღბების ტარების ვალდებულება, ასევე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები იყო ამოქმედებული, რაც ეფექტური აღმოჩნდა. ამიტომაც გასულ წელს მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი 15. იაშვილის კლინიკაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საყრდენ ბაზას წარმოადგენს, 2018-2019 წლის სეზონზე, მარტო 1 კვირის განმავლობაში ფიქსირდებოდა 15-20 შემთხვევა. ახლა, მთელ ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა 15-ს უტოლდება. 3 ბავშვთან არის დადასტურებული გრიპის შემთხვევა და სამივე იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. დღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გრიპის შემთხვევები კი, კიდევ დაფიქსირდება იანვარშიც, ვინაიდან სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერ-იანვარში გრიპის და მსგავსი ვირუსული ინფექციების მატების პიკია. რამდენად მოსალოდნელია, რომ გრიპით და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირება მოხდეს?

სტუმარი: ივანე ჩხაიძე - თსსუ-ს პროფესორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.