29.Nov .2021 23:38

WIVA ტოკენი – პირველი ციფრული ვალუტა ღვინის რეალიზაციისთვის

Back

მეღვინეებს გლობალურ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გაყიდვისთვის სრულიად ახალი პერსპექტივა ეხსნებათ. WIVA Token - სწორედ ასე ჰქვია პირველ ციფრულ ვალუტას, რომელიც ღვინის ინდუსტრიაზეა მიბმული. როგორც ბიემჯის WiV Technology–ის უფროსი ვიცე პრეზიდენტმა ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, სხვა ციფრული ვალუტებისგან განსხვავებით, WIVA–ს მკვეთრი მერყეობა არ ახასიათებს, რადგანაც მის უკან 350 – მილიარდიანი გლობალური ღვინის ინდუსტრია დგას. “WIVA გამაგრებულია ღვინის კომპანიების მარაგებით. ამას დამატებული დეცენტრალიზებული ფინანსების და ვივექსის სისტემა, რომელიც ახლა შევქმენით. წარმოიდგინეთ, თქვენ კომპანიაში მოგაქვთ ღვინო გასაყიდად, ჩვენ კი ფულს წინასწარ გაძლევთ”,- აცხადებს ლევან ბოძაშვილი. მისივე თქმით, ამ სისტემის მეშვეობით ქართული ღვინო გადის ძალიან დიდ ვირტუალურ ბაზარზე. კომპანიის ვიცეორეზიდენტის თქმით, ანგარიშსწორება დოლარში ან ევროშია შესაძლებელი, თუმცა WIVA–ს ეკვივალენტით.

ლევან ბოძაშვილი - WiV Technology–ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი