Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

WTO სასუქის გაძვირებას ელის - რა რისკებია მსოფლიოს სასურსათო უსაფთხოებაში

BM.GE
20.04.22 18:39
271
დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მსოფლიოში სასუქების მიწოდება შეაფერხა. პროდუქციის დეფიციტმა და ბუნებრივ აირზე მაღალმა ფასმა, რომელიც სასუქების წარმოებაში მთავარი კომპონენტია, ფასების ზრდა გამოიწვია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ღიად აცხადებს, რომ თუ რუსეთიდან და ბელარუსიდან სასუქების მიწოდების პრობლება არ გადაიჭრა, მსოფლიო მომავალ წელს სურსათზე ფასების კიდევ უფრო გაძვირების წინაშე აღმოჩნდება.