Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ბრენდები

59fd85190ef4b
BM.GE
04.11.17 13:13
1202
Forbes-მა სპორტული ბრენდების რეიტინგი პირველად 2007 წელს შეადგინა. მაშინ Nike $ 5.6 მილიარდად იყო შეფასებული და სიაში მეორე პოზიციას იკავებდა.

ამერიკული კომპანიის წილი კი მსოფლიოს სპორტული ფეხსაცმელების ბაზარზე 31%-ზე მეტს შეადგენდა, - მეტს, ვიდრე Adidas-ის, Puma-ს და Reebok-ის ერთად. ამჟამად Forbes Nike-ს $29.6 მილიარდად აფასებს.

აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, გერმანული ბრენდი Adidas სპორტულ ბაზარზე ამერიკული Nike-ს მთავარი კონკურენტია, რომელმაც წლის განმავლობაში საკუთარი ბრენდის ფასი 12,9%-ით გაზარდა. თუმცა, სპორტული ბრენდების სიის მეორე ადგილზე სპორტული ტელეკომპანია ESPN-ია.

2017 წლის Forbes-ის ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ბრენდების რეიტინგი ასეთია:

1.Nike - $29,6 მილიარდი
2.ESPN - $15,8 მილიარდი
3.Adidas - $7,9 მილიარდი
4.Sky Sports - $5,5 მილიარდი
5.Under Armour - $4,4 მილირდი
6.MLB Advanced Media - $2,4 მილიარდი
7.UFC - $2 მილიარდი
8.YES Network - $1,4 მილიარდი
9.Reebok - $800 მილიონი
10.NESN - $650 მილიონი