Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

”ხალხთა დიდი გადასახლება” ბევრად ორგანიზებული იყო“- მიგრანტების ახალი ნაკადი რუსეთიდან

BM.GE
26.09.22 17:19
241
რუსეთში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზების გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი რადიკალურად გაიზარდა. ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ავტომანქანების საცობებია. რუსეთის მოქალაქეები შემოდიან ოჯახებით, ავტომანქანებით და ველოსიპედებით. საბაჟო გამშვები პუნქტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჯიმზეა და ამასთან დაკავშირებით საქართელოს შემოსავლების სამსახურმა დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც საუბარი სატრანზიტო და სატვირთო მიმართულებას ეხება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს "ლარსის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია, საქართველოდან გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები. შესაბამისად შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების - თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო გამშვები პუნქტები დანიშნულების ქვეყნებში მოხვედრისთვის. რა საფრთხეებს შეიცავს, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთაზე გაზრდილი მოთხოვნა? 

სტუმარი: გიორგი გობრონიძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;