Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე - ახალი დეტალები

BM.GE
19.07.22 15:04
208
"თიბისი ბანკის" ბრიტანელი აქციონერი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის წინააღდეგ ახალ დავას იწყებს. ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ თბილისი საქალაქო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა. სარჩელის თანახმად, ბრიტანელი აქციონერი "თიბისი ბანკის" სასარგებლოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. მისი თქმით, საუბარია 50 მილიონი ამერიკულ დოლარის ზარალზე. სარჩელის წარდგენის პარალელურად, სასმართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს "თიბისი ბანკიდან", 15 ივლისს დივიდენდის სახით მისაღები, 30 მილიონამდე ლარი უკვე დაუყადაღა.

სტუმარი: ზვიად კორძაძე - ადვოკატი;