Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ხილის ექსპორტის გამოწვევები - ვახტანგ ბეჟიტაშვილი დეტალებით საქმიან დილაში

BM.GE
11.11.20 11:16
522
რა მდგომარეობაა ხილის ექსპორტის მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე? წელს ქვეყანა ციტრუსის შემცირებულ მოსავალს მიიღებს, წინასწარი მონაცემებით, აჭარაში გასულ წელთან შედარებით 20 ათსი ტონით ნაკლებს, ანუ 40 ათასი ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან. დაახლოებით 10-15 ათას ტონას ელოდებიან გურიაში. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სტანდარტული ციტრუსის დაახლოებით 50% ექსპორტზე გავა. რაც შეეხება ფასს, უწყებაში ვარაუდობენ, რომ მანდარინის სარეალოზაციო ფასი ადგილობრივ ბაზარზე 80-თეთრიდან 1,20 თეთრამდე იქნება.

ასევე ცნობილია, რომ არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებაზე მთავრობა 500 000 ლარის დასხარჯვას გეგმავს. არასტანდარტული მანდარინის მიღება 25-27-ნოემბრიდან დაიწყება და სახელმწიფო 1 კგ -ში 10 თეთრს გადაიხდის. 10 თეთრს გადაიხდის საწარმოც, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრს მიაღწევს.

უამინდობის გამო სამჯერ ნაკლებია ფეიხოას მოსავალი, შედეგად, თუ 2020 წლის სეზონზე ფერმერს 5-6 ტონა მოსავალი უნდა აეღო, ის თითქმის, 2 ტონამდე შემცირდა. ამას ემატება ისიც, რომ წელს ფეიხოაზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც ფასებზეც იქონია გავლენა. ერთი კილოგრამი ფეიხოას შესაძენად ექსპორტიორებს 2-დან 5 ლარამდე მოუწევთ გადახდა. ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს ფეიხოას საექსპორტო ფასი 1-დან 3 ლარამდე მერყეობდა.

რაც შეეხება ვაშლის ექსპორტს, ციტრუსისგან განსხვავებით ვაშლის რეკორდულ მოსავალს ელიან, თუმცა მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ ქართული ვაშლის გაყიდვა შიდა ბაზარზე უფრო მომგებიანია, რაც დაკავშირებულია იმპორტის შემცირებასთან და ეს ფაქტორი ადგილობრივ მწამროებლებს პოზიციების გამყარებაში ეხმარება.

სტუმარი: ვახტანგ ბეჟიტაშვილი - "ფრუტილიას" დამფუძნებელი;