Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Netflix-ის კაპიტალიზაციამ $100 მილიარდს გადააჭარბა

5a688902f3ece
BM.GE
24.01.18 17:22
886
ფილმების, სერიალებისა და ტელეპროგრამების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებლისა და უმსხვილესი მომწოდებლის - Netflix-ის კაპიტალიზაციამ 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ კომპანია “$100 მილიარდიანთა კლუბის” მეცამეტე წევრი გახდა.

როგორც კომპანიის პრეს-რელიზში წერია, ხელმომწერთა რაოდენობა გასული წლის IV კვარტალში (ოქტომბერ-დეკემბერში) 8,3 მილიონით გაიზარდა, რითიც ბაზრის მოლოდინებსა და საკუთარ პროგნოზებს გადააჭარბა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის წმინდა მოგება 130 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2017 წელს კი კომპანიის წმინდა მოგებამ 185.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის ამონაგები 33% -ით გაიზარდა და 3.29 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

კომპანია Netflix 1997 წელს დაარსდა. 2013 წლიდან იგი საკუთარ ფილმებს, სერიალებსა და ტელეპროგრამებს აწარმოებს და კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. დღეის მდგომარეობით, Netflix-ის ღირებულება Viacom-ის, Sony-ის, CBC-ის, CNN-ის მფლობელი Time Warner-ისა და 21st Century Fox-ის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება.