Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჯეფ ბეზოსი კვლავ პლანეტის უმდიდრესი ადამიანია

59f37a6b24dde
BM.GE
27.10.17 22:20
1131
კომპანია Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი კვლავ პლანეტის უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება $90 მილიარდს შეადგენს. ბეზოსის ქონების ზრდას  წინ მისი კომპანიის აქციების 12.5%-იანი ზრდა უძღვოდა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსით და CNBC-ის კალკულაციით, პარასკევ საღამოს ჯეფ ბეზოსის ქონება 7 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რამაც სიის ცვლილება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ Amazon -ის დამფუძნებელი მხოლოდ რამოდენიმე საათით იმყოფებოდა უმდიდრესი ადამიანების სათავეში.

Bloomberg-ის მილიარდერების სიის პირველ ადგილს აქამდე ბილ გეითსი იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ის დამფუძნებლის ქონება დღეს $550 მილიონით გაიზარდა, ჯამში გეითსი $88.5 მილიარდს ფლობს და სიაში მეორე ადგილს იკავებს.