Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ვმუშაობთ დიზელის სტანდარტის ამაღლებაზე და არა მის ტოტალურ აკრძალვაზე"

5a74828b255e9
თელარა გელანტია
02.02.18 19:21
734
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მუშაობა მიდის დიზელის სტანდარტის ამაღლებაზე და არა მის ტოტალურ აკრძალვაზე.  ამის შესახებ დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ბატონმა მამუკამ [ხაზარაზე] ბიზნესთან შეხვედრის დროს დასვა კითხვა ზოგადად ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ჰაერის სისუფთავეზე და ითქვა, რომ საწვავი არის ძირითადი დაბინძურების წყარო. მართლაც ასეა, საქართველოში მძიმე მრეწველობა არც ისეთი მასშტაბით არის წარმოდგენილი და თუ დაბინძურების წყაროებს გავაანალიზებთ, ეს ძირითადად ავტომობილებიდან, ტრანსპორტიდან, საწვავიდან მომავალია. თუმცა სიტუაცია არის ნორმალური. ამ კუთხით ინფრასტრუქტურა იქმნება - სადგურები გაკეთდა სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, თბილისში. ძალიან მოკლე ხანში დიღომში ლაბორატორია გაიხსნება, სადაც ყველა ეს ინფორმაცია თავს იყრის. ჩვენ ანალიზს გავაკეთებთ და გვინდა, საზოგადოებას რეგულარული ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ როგორია ჰაერის სისუფთავე საქართველოში. ძირითადად არის ნორმალური, მისაღები, კარგი ფონიც. ადრე იყო კვლევები, რომლებიც ამბობდა, რომ თბილისი დაბინძურებული ქალაქია და ა.შ., თუმცა ეს ეფუძნებოდა ძველ ინფორმაციას, იმ დრომდე, სანამ საქართველოში შემოვიდა უფრო მაღალი ხარისხსის, „ევრო 5“ სტანდარტის ბენზინი. თუმცა დიზელთან დაკავშირებით ბოლო სტანდარტი ჯერ არ გავქვს შემოღებული. ზუსტად ამაზე იყო საუბარი, რომ ჩვენ რაღაც სტანდარტი გვაქვს დიზელთან დაკავშირებით და ეს სტანდარტი კიდევ უფრო გავამკაცროთ. ამაზე მუშაობა მიდის, მათ შორის, ბიზნესთან და ჩვენ ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ. რა თქმა უნდა, დიზელის ტოტალურ აკრძალვაზე არავინ საუბრობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

"საქართველოს ბიზნესასოციაციასა" და პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საქართველოში არაკონდიციური საწვავის შემოტანის აკრძალვის ინიციატივით  გამოვიდა.  როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ეს ეხება კერძოდ, დიზელის საწვავს, რომელიც მისი თქმით, არის, პრაქტიკულად, დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევი ქალაქებში განსაკუთარებით, კი თბილისში.