Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ზაფხულის ტურისტული სეზონი - შეფასებები

BM.GE
07.09.21 13:20
311
​​მიუხედავად პოზიტიური რიცხვებისა, როგორც ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანები ამბობენ, სრულფასოვნად მუშაობისთვის მოგზაურობაზე წელს მოთხოვნა არ იყო დამაკმაყოფილებელი. გამყვან ტურიზმზე მომუშავე სააგენტოების მაჩვენებლებზე დაყრდნობით ჩანს, რომ აქტუალური მხოლოდ ის მიმართულებებია, სადაც ტურისტებს პისიარ ტესტის საფუძველზე იღებენ და ესენია ძირითადად: თურქეთი, დუბაი, ეგვიპტე, მალდივები, მონტენეგრო, ხორვატია, კვიპროსი, ბრაზილია, ზანზიბარი და სეიშელის კუნძულები. ბიუჯეტიდან გამომდინარე ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტუალური კი მაინც თურქეთი რჩება. რაც შეეხება შემომყვან ტურიზმს, მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი კომპანიებისთვის და ქვეყნებისთვის საქართველოს წითელ ზონაში შეყვანა იყო, ამას ემატება არაპროგნოზირებადი გარემო და პოლიტიკური ვითარებებიც. როგორია ბოლო სამი თვის მაჩვენებელი რიცხვებში და დაიწყო თუ არა ტურიზმის სექტორმა შემოდგომა ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადება?

სტუმრები: სალომე ბერაია - PEGAS Touristik Georgia, კომერციული დირექტორი;
ქეთი დოჭვირი - ტურისტული კომპანია Wonderland-ის დამფუძნებელი.