Home
Category
TV Live Menu
Loading data...

წარმატებული ადამიანები დიპლომის გარეშე

5a10012942900
BM.GE
18.11.17 14:00
933
Wealth-X-ის კვლევის მიხედვით, რომელიც კომპანიამ გასულ წელს ჩაატარა მსოფლიოს მილიარდერების ერთ მესამედს უმაღლესი განათლება მიღებული არ აქვს.
გთავაზობთ იმ ცნობილ მილიარდერების სიას, რომლებსაც წარმატებული და უმდიდრესი ადამიანის ტიტულის მოსაპოვებლად უმაღლესი განათლება არ მიუღიათ:

ჰენრი ფორდი - Ford Company-ის დამფუძნებელი (ქონება: $199 მილიარდი)
ჯონ როკფელერი - Standard Oil-ის დამფუძნებელი მსოფლიოს პირველი მილიარდერი (ქონება: $340 მილიარდი)
პოლ ალენი - ბილ გეითსთან ერთად დააარსა კორპორაცია Microsoft (ქონება: $20,7 მილიარდი)
მაიკლ დელი - კომპანია Dell-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (ქონება: $23,5 მილიარდი)
სტივ ჯობსი - Apple-ის დამფუძნებელი (ქონება: $10,2 მილიარდი)
ლარი ელისონი - კორპორაცია Oracle-ს დამაარსებელი (ქონება: $61,1 მილიარდი)
ანა ვინტური - ჟურნალ Vogue-ის კრეატიული დირექტორი (ქონება: $35 მილიონი)
ტედ ტერნერი - CNN-ის დამფუძნებელი (ქონება: 2.2 მილიარდი დოლარი).