15.ოქტომბერი .2019 23:51

თბილისის მერია მზადაა, ხმაურის მზომებში 76,400 ლარი გადაიხადოს - ტენდერი უკვე გამოცხადდა

views 322
უკან

თბილისის მერია მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურისათვის ხმაურის მზომების შესყიდვას აპირებს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 19 ოქტომბერს დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხმაურის მზომის სიხშირული დიაპაზონი უნდა იყოს არაუმეტეს 6 ჰერციდან არანაკლებ 20 კილოჰერცამდე. დაგეგმილია სულ 4 ხმაურის მზომის შეძენა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოწყობილობები მერიას ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღეში უნდა მიაწოდოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 76 400 ლარია.

შეგახსენებთ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირებას ახორციელებს, რისთვისაც მათ სპეციალური მოწყობილობები ესაჭიროებათ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა