მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა ვერ იღებს - კუკავა სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე

63445172b0bc8
ნინო ტაბატაძე
11.10.22 19:35
860
კურსთა შორის სხვაობა - ასე ხსნის 2021 წელს სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე გასვლის მიზეზს IDFI -ის ეკონომიკური და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ კუკავა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკლაური რისკების ანალიზი აჩვენებს, რომ 2021 წელს, 5 წლიანი ზარალის შემდეგ, სახელმწიფო კომპანიებმა 537 მილიონ ლარის კონსოლიდირებული მოგება აჩვენეს.

„ეს მოგება არ არის იმის მაჩვენებელი, რომ საწარმოები უცებ გაეფექტიანდნენ. მოგება შემთხვევითი მიზეზით არის გამოწვეული“, - ამბობს ეკონომისტი.

„საქმის კურსში“ სტუმრობისას მიხეილ კუკავამ სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის უწყებისგან განსხვავებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სწორად ხედავს არსებულ გამოწვევებს და ამასთან, გამოწვევებზე ღიად საუბრობს.

„ფინანსთა სამინისტროს აქვს ძალიან სწორი ინსტიქტები თუ მას აცლიან ამ სწორი ინსტიქტების განხორციელებას. ისინი ამას ამბობენ და ამჟღავნებენ. ამ სამინისგტროს ნამდვილად არ უნდა ხარჯების ზრდა და ძალიან კარგად ხედავს ამას. ისინი არიან მაკროეკონომიკური ანალიზის გამკეთებლები და სწორედ ისინი ურთავენ ბიუჯეტის პროექტს მაკროპროგნოზებს.
რომ ვიყოთ სამართლიანები, ფინანსთა სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო საწარმოებში რეფორმისთვის, მაგრამ მთავარი რეფორმა ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას სცილდება. მთავარი რეფორმა არის ის, რომ სახელმწიფო საწარმოებისგან, როგორც აქტივისგან, სახელმწიფომ ხელი დაიცალოს. ეს არის უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ვერ იღებს მთავრობა. ამას ძალიან გაბედული ნაბიჯის გადადმა უნდა“, - აცხადებს მიხეილ კუკავა.