მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GWP განცხადებას ავრცელებს

5f9aa6532424a
BM.GE
29.10.20 15:20
1426
Georgian Water and Power განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს მიმართავს. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია სრულად გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და 2 ნოემბრიდან მომხმარებელთა მომსახურება დისტანციურად განხორციელდება.

"აბონენტებო, პანდემიის გათვალისწინებით, ჯივიპის სერვის ცენტრები სრულად დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. 2 ნოემბრიდან, კომპანიის ყველა სერვის ცენტრში შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი და მომხმარებლები მომსახურებას დისტანციურად მიიღებენ.
დისტანციური მომსახურების მისაღებად შევსებული განაცხადის ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge"-ნათქვამია განცხადებაში.