„ჯორჯიან მანგანეზი“ კორონავირუსთან (COVID19) ბრძოლისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.
გუშინ, ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ქუჩები მოირეცხა.
ქუჩის მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით განხორციელდა და მასში კომპანიის დასუფთავების სამსახურის მიერ გამოყოფილი ბრიგადის 10 წევრი მონაწილეობდა.
სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში, „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებიც იყვნენ ჩართულები.
„ჯორჯიან მანგანეზი“ მსგავსი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ზესტაფონშიც გეგმავს.
გიორგი ჩხეიძე „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის უფროსი:
„ჯორჯიან მანგანეზმა“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საწარმომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჭიათურაში ქუჩები მორეცხა და სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია და აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“.
გივი მოდებაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი:
„ჩვენ მობილიზებულები ვართ იმაზე, რომ ჭიათურაში ყველა უბანში შევიდეთ, ქუჩები მოვრეცხოთ და ახალ კორონავირუსს სადეზინფექციო საშუალებებით ვებრძოლოთ.
შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს, რომ ეს ვირუსი ერთად დგომით დავამარცხოთ. ბევრ ქალაქს იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მსგავსი სახის სპეცტექნიკა ჰყავდეს. ერთობლივად ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე გამოგვსვლია და მომავალშიც გამოგვივა“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის