"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და მის ჯგუფში შემავალი "რუსთავის წყალი" სემეკის მიერ ახალი ტარიფების დადგენას ეხმაურებიან. კომპანიები აღნიშნავენ, რომ სემეკის გადაწყვეტილება მათ საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ აბონენტებისთვის უწყვეტი წყალმომარაგება, თუმცა სემეკის გადაწყვეტილება მათ მიერ სამომავლო ინვესტიციების განხორციელებას ზღუდავს.
"კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წყალმომარაგების ტარიფის მატების შესახებ საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ წყალმომარაგების სტაბილურობა და ხარისხი, თუმცა, კომისიის მიერ დადგენილი სატარიფო ცვლილება გარკვეულწილად ზღუდავს კომპანიას განვითარების გეგმებსა და სამომავლო ინვესტიციებში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებდა მომსახურების ხარისხს და კომპანიის შემდგომ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და „რუსთავის წყალმა“ 2018-2020 წლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს, როგორც წყალმომარაგების სისტემის განახლების, ასევე განვითარების მიმართულებით, რაც დადებითად აისახა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგებაზე.
სარეაბილიტაციო პროექტები სამ ქალაქში 400-ზე მეტ ქუჩაზე განხორციელდა, სადაც 300 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი განახლდა. კომპანიები დღეისათვის სტაბილური წყალმომარაგებითა და მაღალი ხარისხის სასმელი წყლით 600 000 ზე მეტ მომხმარებელს უზრუნველყოფენ და 6600 კმ წყალსადენის ქსელს ემსახურებიან," - ნათქვამია კომპანიების განცხადებაში.
თბილისსა და მცხეთაში ახალი ტარიფები ასე განისაზღვრება:
1) გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ სულზე თვეში 4.518 ლარი იქნება, რაც არსებულ ტარიფს 0.627 ლარით აღემატება.
2) გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 0.500 ლარი, რაც არსებულ ტარიფს 0.171 ლარით აღემატება;
3) არსაყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტზე 6.503 ლარი, რაც არსებულ ტარიფს 2.100 ლარით აღემატება.
რაც შეეხება შპს "რუსთავის წყალს", გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. გაუმრიცხველიანებული მომხარებლებისთვის ტარიფი 2.2 ლარის ნაცვლად 3 ლარი გახდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ნაწილში ტარიფმა 10 თეთრით მოიმატა და 3.7 ლარი იქნება.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?