მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კიდევ იმატებს ფასი ... ერთი ბოთლი ზეთი მინიუმ 1 ლარით უკვე გაძვირდა“ - ბარაქა

5fa15d3384a4c
ელენე გოგბერაშვილი
03.11.20 19:44
13020

საქართველოში გასული თვეების განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, რასაც თან ერთვოდა ლარის გაუფასურება, ზეთი დაახლოებით 30%-ით გაძვირდა. როგორც bm.ge-თან ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ ხელმძღვანელი ამბობს, ერთი ბოთლი ზეთის ფასი მინიმუმ 1 ლარით გაიზარდა. გურამ ბროძელის თქმით, ლარის გაცვლითი კურსის გავლენით ერთ-ერთ მთავარ სამომხმარებლო პროდუქტზე ფასი ისევ გაიზრდება.

„კიდევ იმატებს ზეთის ფასი, ოღონდ კურსის გავლენით. 30%-ით გაძვირება უკვე მოხდა. ასევე მზესუმზირის დეფიციტის გამო ბირჟებზე აიწია ზეთის ფასმა. დღეს უკვე მატება დამიფიქსირეს მომწოდებლებმა. ბოლო პერიოდში მინიმუმ ერთი ლარით უკვე მოგვიხდა ერთი ბოთლზე ფასის ზრდა“-აცხადებს გურამ ბროძელი.

მისი თქმით, ზეთის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის რუსეთია. თუ აქამდე იმპორტი უკრაინიდან ხორციელდებოდა, რუსეთში დაიწია ფასებმა და იმპორტიც რუსეთიდან ხორციელდება, რადგან უკრაინასთან შედარებით იქ ფასი 3-ჯერ უფრო იაფია.

ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 3,8% შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე განსაკუთრებით გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 5,5%-ით ზრდამ განაპირობა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი გაძვირდა. ზრდის მაჩვენებელი 17,3%-ია.

 მსოფლიოში ზეთისა და ზეთოვანი კულტურების გაძვირებული ფასების შესახებ წერს გაეროს სურსათის ორგანიზაციაც (FAO).