მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიხარია, რომ საქართველომ EU-ს ფინანსურ სანქციებს მხარი დაუჭირა“ - ავსტრიის კანცლერი

63d7aecc3ceff
ვიქტორია მღებრიშვილი
30.01.23 16:07
819
„მიხარია, რომ საქართველომ EU-ს დაწესებულ ფინანსურ სანქციებს მხარი დაუჭირა“, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში რუსეთიდან წამოსული მიგრანტთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველო დიდი წნეხის ქვეშაა და საქართველოს მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.

„მიხარია, რომ საქართველომ ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას დაუჭირა მხარი. ეს მარტივი არ არის, რადგან ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია. საქართველოს რუსეთის ფედერაციიდან ლტოლვილთა ძალიან დიდი ნაკადი დაატყდა თავზე. ყველაფერთან ერთად, ესეც საქართველოს მთავრობისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, მით უმეტეს ასეთ მძიმე პერიოდში.

ამავდროულად მინდა გარანტია მოგცეთ და ვთქვათ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დახმარებას აღგითქვამთ“, - განაცხადა ნეჰამერმა.

თარგმანი არ ეკუთვნის bm.ge-ს.