05.ივლისი .2022 10:31

ქარელში მესაქონლეობის მცირე ფერმა ამოქმედდა

  ქარელში მესაქონლეობის მცირე ფერმა ამოქმედდა
views 424
უკან

ქარელის რაიონის სოფელ მოხისში ახალი მესაქონლეობის მცირე მეურნეობა ამოქმედდა. 60 სულზე გათვლილ ფერმაში, დღეისთვის 31 პირუტყვია. დღიური წარმოება 60 ლიტრი რძეა, საიდანაც 10 კილო ყველი იწარმოება.

ფერმის დამფუძნებელ ლევან გოჩიაშვილის ინფორმაციით, მცირე ფერმა მეგობრებმა პირადი ფინანსებით აამოქმედეს, დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით კი, “საქართველოს ბანკის” აგროსესხით ისარგებლეს. ამის შესახებ ფერმერმა bm.ge-სთან ისაუბრა.

“ამ ეტაპზე ფერმაში დღეში 60 ლიტრი რძიდან 10 კილო ყველს ვაწარმოებთ და ხაშურში ვყიდით. ბიზნესი საკუთარი ძალებით დავიწყეთ, ფინანსების ამოწურვის შემდგომ კი “საქართველოს ბანკმა” 30 000 ლარის მოცულობით ჩვენზე მორგებული ფინანსური რესურსი შემოგვთავაზა. მათი მხარდაჭერით პროექტის დასრულება შევძელით”, - ამბობს ის.

აღსანიშნია, რომ დამწყები მეწარმეები “საქართველოს ბანკთან” თანამშრომლობას აგრძელებენ, რომლის ფარგლებში მეურნეობა საჭირო ხელსაწყოებით აღჭურვეს.

“ბანკმა დამატებითი რესურსი გამოგვიყო, რომლითაც აგრეგატები, მათ შორის სათიბი შევიძინეთ. ჩვენი გასათიბი ტერიტორია 12 ჰექტარს აღწევს, მუშახელის დაქირავების შემთხვევაში კი, ამ საქმის შესასრულებლად 4 000 ლარი მაინც უნდა გადაგვეხადა. “საქართველოს ბანკის” დახმარებით, ეს თანხა დავზოგეთ”, - განმარტავს ლევან გოჩიაშვილი.

მეურნეობის ხელმძღვანელებს გაფართოების გეგმაც აქვთ. ლევან გოჩიაშვილის თქმით, სამომავლოდ ფერმის ტერიტორია 10 ჰექტარამდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა