მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიაჩნია „რედკოს“ დირექტორს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ხარვეზად?

5f53707ecd7ac
თათია ჩაფიჩაძე
06.09.20 10:40
1400
დეველოპერული კომპანია „რედკოს“ დირექტორის მალხაზ კუნელაურის შეფასებით, „აღდგენითი პროცესი რთული და გრძელვადიანია და, ჯერჯერობით, სამშენებლო ბიზნესი იმ ნიშნულს არ დაბრუნებია, რაც იყო პანდემიამდე, თუმცა, რა თქმა უნდა, წინსვლა შესამჩნევია“.

ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილის" უძრავი ქონების რუბრიკაში განაცხადა, სადაც იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაზეც საკუთარი მოსაზრებაც გამოთქვა. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ პროექტის ეფექტიანობის გასაზომად, კარგი იქნებოდა იმის კვლევა, თუ ვის უბიძგა უშუალოდ ამ პროგრამამ ბინების შეძენისკენ.

„ქვეყანა აღარაა კარანტინში, არ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს სამშენებლო სექტორზე, ვხედავთ, რომ გაყიდვები გააქტიურებულია. რა თქმა უნდა, ყველა დახმარება, რომელიც ხორციელდება სამშენებლო სექტორის მიმართ, მნიშვნელოვანია, უბრალოდ, რამდენად საკმარისია ეს და სად შეიძლება გამოვიჩინოთ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ინიციტივა, რომ განვვითარდეთ, ეს არის მთავარი.

ვფიქრობ, ერთი რეცეპტით ამ სიტუაციიდან დეველოპერული სექტორის გამოყვანა ვერ მოხდება. კომპლექსურ ღონისძიებათა ერთობლიობაა საჭირო, მისი შემადგენელი ნაწილია სუბსიდირება, თუმცა საინტერესოა, საერთო გაყიდვებიდან რამდენი დაასტიმულირა უშუალოდ სუბსიდირების პროგრამა და რამდენმა მოქალაქემ თავის გადაწყვეტილებით შეიძინა ბინა. ამის ფილტრი რთულია, რადგან კლასიფიკაცია არ კეთდება; ვფიქრობ, ეს ხარვეზია. კარგი იქნებოდა მეთოდოლოგია იმ მიმართულებით, რომ კვლევა გაკეთებულიყო, ვინ დაასტიმულირა სახელმწიფო პროგრამის პირობებმა“, - აცხადებს მალხაზ კუნელაური.

„თიბისი კაპიტალის“ კვირის მიმოხილვის მიხედვით, 6 ივლისიდან 4 სექტემბრამდე გაცემული იპოთეკური სესხების 36% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია.