11.თებერვალი.2019 12:16
ეკონომიკა

სად და რამდენი პირუტყვი გადის საქართველოდან ექსპორტზე?

  სად და რამდენი პირუტყვი გადის საქართველოდან ექსპორტზე?
საქსტატის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს ქვეყნიდან ექსპორტის სახით 29,5 მილიონი დოლარის ღირებულების ცოცხალი პირუტყვი გავიდა, რაც 2017 წლის მაჩვენებლზე 18%-ით ნაკლებია.

შემცირებულია სულადობაში გამოხატულ მაჩვენებელიც - გასულ წელს ქვეყნიდან 126 ათას 858 სული მსხვილფეხა საქონელი გაიყვანეს, 2017-ში კი, ეს მაჩვენებელი 133 ათას 269 სული იყო. ბოლო წლებში, საქართველოდან საქონელი 3 ქვეყანაში -აზერბაიჯანში, ერაყსა და ირანში გადიოდა.

2017 წელს ექსპორტის 72% ერაყზე მოდიოდა, შემდეგი კი, აზერბაიჯანი იყო; მცირე ღირებულების - სულ 69 ათასი დოლარის პირუტყვი გავიდა ირანში. გასულ წელს კი, სურათი მკვეთრად შეცვლილია -  ერაყში ექსპორტი თითქმის განახევრებულია, აზერბაიჯანში კი, პირიქით 50%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ირანს, გასულ წელს ამ ქვეყანაში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი საერთოდ აღარ გასულა.

რატომ შეწყდა ირანში ექსპორტი? - ამ კითხვით bm.ge-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა, საიდანაც გვიპასუხეს, რომ რაიმე აკრძალვა ან კარანტინი უწყებაში არ ფიქსირდება და მიზეზი, მხოლოდ ბიზნესის მხირდან აქტიურობის შეჩერებაა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 140 კილოგრამამდე წონის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი

23.აპრილი.2019 23:00
66

ვანო მაჭავარიანი: იპოთეკური სესხები ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას და მჯერა, ასე გაგრძელდება

ვრცლად
23.აპრილი.2019 22:00
221

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 20:25
99

მეჩაიეთა ასოციაცია ანტიდემპინგური კანონის შემოღებას ითხოვს

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:05
75

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:00
104

მაჭავარიანი - "მე რატომ უნდა გითხრათ, რა დაჯდა ვალების ჩამოწერა? ჰკითხეთ ბანკებს და ქართუს"

ვრცლად
23.აპრილი.2019 18:40
114

"ბიზნესს 168 მილიონი ლარი დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობის სახით"

ვრცლად